16:46 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-10 19:03:24, 969 ნახვა

კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: შუბლში ტყვია თუ გამაჩერებს, ჩემ გვერდით კი მთელი საქართველო იქნება

მე და ზაზამ სიმწარე ვიგემეთ და ჩვენ გვსურს, რომ როგორც ჩვენ გავმწარდით, თქვენც რომ იგივე არ განიცადოთ, დამნაშავეები დაისაჯონ- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, ქისტები საქართველოს შვილები არიან და არა ტერორისტები.

მისი თმით, ის ზაზა სარალიძესთან ერთად სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს.

„პანკისის ხეობაში რაც მოხდა, საზარელი, ასეთ სასტიკი მკვლელობა, მოხდა იმისთვის, რომ ქართველი და ქისტი ხალხი ერთმანეთისგან დავეშორებინეთ. ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ამ სამშობლოს შვილები ვართ. მე და ზაზა ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი თანადგომით, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები დაისაჯოს, ყველამ ამოყოს ციხეში თავი. მე აღარაფერი გამაჩერებს, შუბლში ტყვია თუ გამაჩერებს და ჩემ გვერდით მთელი საქართველო იქნება.

მე ის მიხარია ყველაზე მეტად, რომ მთელი საქართველო დაგვიდგა გვერდით. მადლობა ყველას. ყველა რესურსებს იყენებენ, რომ ჩვენში განხეთქილება ჩააგდონ, მაგრამ ყველამ ვიცით, ვისაც ძმობა გვაკავშირებს ერთმანეთს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მარგუნა სისხლის ზღვა, ტყვიაგაჭედილი შუბლში. რადგან ჩვენნაირებს უკან დასახევი გზა არ გაქვს, ვიდგებით, ვიდრე არ დაისჯება ყველა დამნაშავე და არ იქნებიან ციხეში“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია „ნუ მომკლავ!“ მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics