|
2018-06-10 10:14:35, 2183 ნახვა
სპორტი
ომბუდსმენი ხორავას ქუჩის საქმეზე: დანაშაულის დაფარავაში სხვა პირთა პასუხისმგებლობაც იკვეთებოდა
დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ომბუდსმენი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის საქმეს ორი მიმართულებით სწავლობს. „ჩვენი აპარატის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში შეისწავლეს მკვლელობის და დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობის გამოძიების ის მასალები, რომელიც სასამართლოში გაიგზავნა. 5 დღეში მოვახერხეთ 10 ტომის შესწავლა დეტალურად; შევძელით ყველაზე მნიშვნელოვანი მასალების კრიტიკულად გააზრება და დოკუმენტების ურთიერთშედარება. ჯერჯერობით არ გავცნობივართ მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედების საქმის იმ დეტალებს, რომელსაც ამ ეტაპზე ინტენსიურად იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუმცა, უახლოეს დღეებში შსს ეტაპობრივად გაგვაცნობს აღნიშნული გამოძიების მასალებსაც. სახალხო დამცველი საქმეს ორი მიმართულებით სწავლობს: ერთი, რამდენად ჩატარდა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები რამდენად საკმარისი იყო; მეორე, რამდენად არიან გამოკვეთილი საქმის მასალებში კონკრეტული პირები, რომელთა პასუხისმგებლობის იდენტიფიცირება შესაძლებელია. ჩვენს მიერ ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებულია გარკვეული ფაქტები, რომელთა გარშემოც გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. საქმის შესწავლის შედეგად გაჩნდა კითხვა, რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ერთ შემთხვევაში ჩხუბში მონაწილე პირის ტანსაცმელი, მაშინ როდესაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ჩატარებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ მოწმეთა უმრავლესობა არ იძლეოდა ჩვენებას, ჩვენი შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან/და გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში. ამის პარალელურად, გარკვეული მოწმეები, რომელთაც მაღალი ალბათობით ჰქონდათ გამოძებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ, სხვა პირებისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა. ამავდროულად, გამოსაკვლევია ჩხუბში მონაწილე იმ ინდივიდების ბრალეულობის საკითხი, რომლებიც შეიძლება უშუალოდ მკვლელობის ამსრულებლები არ იყვნენ, მაგრამ შეიძლება ჩადენილი აქვთ სხვა დანაშაული (მაგალითად, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირის სავარაუდო დაჭრა). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაგვიანებით ჩატარდა, ექსპერტიზის შედეგებითა და მოწმეთა ჩვენებებით, საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის (დაჭრის) ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა. გამოძება ამ გარემოებებთან დაკავშირებით არ დაწყებულა. ჩვენც პრობლემურად მიგვაჩნია ე.წ. ფარდულის დაშლის ეპიზოდი, რადგან ვერ დავინახეთ, თუ ვინ გასცა მისი დაშლის ნებართვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფარდულის პირვანდელი მდგომარეობა არ არის ზუსტად იდენტიფიცირებული. ჩვენ ჯერ კიდევ შესასწავლი გვაქვს სასამართლო განხილვის მასალები, რომელთაც სასამართლოში გავეცნობით. ასევე, მნიშვნელოვანია გავეცნოთ განაჩენს, რომელიც კვლავ არ არის ხელმისაწვდომი. ყველა მასალის გაანალიზების შემდეგ, წარმოვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს საბოლოო დასკვნას. აქვე გვსურს მივესალმოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ აქტიურ საგამოძიებო პროცესს. ჩვენი დაკვირვებით პარალელურ რეჟიმში უამრავი საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე პირს წარედგინა ბრალი. ვფიქრობთ, აღნიშნული პირებისთვის ბრალის წაყენება არსებული კითხვების ნაწილს მაინც გასცემს პასუხს. იმედს ვიტოვებთ, პარალელურ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელიც საქმეში არსებობს. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, ჩვენი შეფასების ერთ-ერთი საგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში 2018 წლის ივნისიდან წარმოებული გამოძიების ეფექტურობის შეფასება იქნება“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)