|
2018-06-09 17:46:37, 1068 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: მხოლოდ სუბელიანზე არ მქონდა საუბარი - რატომ არ იკითხებიან ის პროკურორები, რომლებმაც საქმე „შეკერეს“
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, დაკავებას ეხმაურება. როგორც სარალიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დააკავეს მხოლოდ მირზა სუბბელიანი, მაშინ როდესაც პასუხისგებაში საქმის პროკურორებიც უნდა მიეცნენ. „ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ "კერავდნენ" მისი დავალებით პროკურორები. ისიც მოვისმინე, რომ ამ წუთში სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა, დღემდე რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც "შეკერეს" ეს საქმე, ნუ მეთამაშებიან, რაა. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყო. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებიან. გუშინ მირზა სუბელიანის 9-საათიანი დაკითხვა იყო ერთგვარი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებით დაეკავებინათ მირზა სუბელიანი. მაინც მივესალმები, რომ დააკავეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის საფუძველი, რომ თითქოსდა მარტო შეუტყობინებლობა იყო. საქმის გამყალბებლები და მირზა სუბელიანის დავალებით ვინ მოქმედებდა, ის პირები სულ ყველა დაკავებული უნდა იყოს“, - განაცხადა სარალიძემ. ზაზა სარალიძის თქმით, ასევე საინტერესოა, რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას, რომელმაც სასამართლო სხდომებზე ჩვენებები შეცვალა. სარალიძის ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდება. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაკავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)