15:55 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 17:43:34, 1173 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: ნატოსთან ერთად ვამტკიცებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში

„საქართველო  ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და მისიაში მონაწილეობას არსებული შემადგენლობით განაგრძობს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა და აღნიშნა, რომ ავღანეთისთვის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: „ვზრდით კონტინგენტს ჩვენ საწვრთნელ მისიაში და ვაგრძელებთ ავღანეთის ძალებისთვის ფინანსურ უზრუნველყოფას, რათა მათ საკუთარი ძალებით შეძლონ ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება“.

ლევან იზორიამ ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ნატოსთან ერთად  მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას განამტკიცებს.

„ვართ მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ამ პარტნიორობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს კი, მყარი საფუძველია იმისა, რომ კიდევ ერთხელ იყოს აღიარებული ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ეს არის დაკავშირებული არა მხოლოდ იმ რეფორმებთან, რაც უწყებაში და ინსტიტუციონალურად ქვეყანაში ხორციელდება, ასევე - საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან, რაშიც საქართველო სამაგალითოა“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics