04:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 15:09:04, 1195 ნახვა

კომენტარი
ადა მარშანია პროკურატურას: იმის მაგივრად, გიგა ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ის აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში

„ძვირფასო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ გიგა ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ბოკერია აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალინასის“ წევრმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის შექმნით მმართველი გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი პოლიტიკური ძალა გახდა.

„ძვირფასო პროკურატურავ, იმის მაგივრად, რომ დიდი ხნის წინათ და ახლაც, გიგა ბოკერია დაიბაროთ და დაკითხოთ, ბოკერია თქვენ აქეთ გიბარებთ დასაკითხად პარლამენტში, აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“, თქვენ უკვე აიზილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ პროცესში, თქვენ ერთი პოლიტიკური ძალა გახდით, იმიტომ რომ მკვლელებსა და სადისტებს აფარებთ ხელს. ამ კომისიის შექმნა არის ამის გვირგვინი“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics