|
2018-06-06 14:52:02, 1051 ნახვა
კომენტარი
გაჩეჩილაძე: სიმახინჯე ხდება პარლამენტში - ვნანობ, რომ კომისიაში ჩვენი კვოტა სხვების სასარგებლოდ დავთმეთ
„უზნეობაა და ამორალური იქნება, ორი ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობაზე პიარის კეთება და პოლიტიკური ქულების დაწერა“, - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. მან ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე, ეს კომისია ოპოზიციამ პიარისთვის გამოიყენოს. „მეგონა, პირდაპირ კენჭისყრაზე დავაყენებდით ამ საკითხს, რადგან წინა სხდომაზე დებატები გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, აქ რაც ხდება სულირად გაუგებარია. ის სიტუაცია, რომელიც ამ კომისიის შემქნასთან დაკავშირებით აქ ხდება, პირდაპირ ფარსის ფორმას იღებს. ბუნებრივია, საზოგადოებამაც იცის და ჩვენც კარგად გვესმის, რომ უმრავლესობა, რომელიც ამ კომისიაში იქნება წარმოდგენილი, ვერავითარ სამართლიანობის იმიჯს ვერ შეუქმნის ამ კომისიას, იმიტომ რომ თვითონ არიან უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლოები, მაგრამ რა ვქნათ, როგორც მოვიქცეთ? პარლამენტის რეგლამენტში ასეა განსაზღვრული, ასეთია კანონი და ვალდებული ვართ, ამ კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ. თუმცა პირდაპირ მინდა გითხრათ, ვაფრთხილებ სულ ყველას, განსაკუთრებით იმ უმრავლესობას, რომელიც ამ კომისიაში იქნება (უმცირესობის წარმომადგენლებზე ვსაუბრობ). უზნეობაა და ამორალური იქნება, ორი ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობაზე პიარის კეთება და პოლიტიკური ქულების დაწერა. მაშინ ქუჩის აქციებმა ტრანსფორმაცია ხომ განიცადა სწორედ ამ ფორმით, უზნეო და ამორალური ფორმა მიიღო, ეხლაც, დიდი საფრთხეა, რომ ეს კომისია გადაიქცეს იმ ფარსად, რომელიც გგონიათ, რომ თქვენი პიარისთვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, ნანობს, რომ კომისიაში საკუთარი კვოტა დათმო. „მწვანეთა ფრაქციას ჰქონდა თავისი კვოტა ამ კომისიაში და დავთმეთ სხვების სასარგებლოდ, რომ სისხლის სამართლის სპეციალისტები მოხვედრილიყვნენ ამ კომისიაში და მგონი სწორი გადაწყვეტილება გავაკეთეთ, რომ პოლიტიკური კი არა, წმინდა პროფესიონალური სახე ჰქონოდა ამ კომისიას. ახლა რაღაც სიმახინჯე ხდება ამ პარლამენტში და ვნანობ, არ უნდა დამეთმო სპეციალისტებისათვის, მე უნდა შევსულიყავი ამ კომისიაში. პასუხი იქვე უნდა გამეცა თქვენთვის, როდესაც ამ პიარს გააკეთებდით ორი ბავშვის მკვლელობაზე“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)