02:42 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 14:19:41, 1061 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე ენმ-ს: თეა წულუკიანი თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის

„თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის ქალბატონი თეა წულუკიანი. გირჩევნიათ თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ, ჩამოვიდეს და პასუხები გასცეს მართლმსაჯულებას“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს წულუკიანის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს დეპუტატების განცხადებები განსხვავებულია და მათ მოუწოდა, ჩამოყალიბდნენ, სურთ თუ არა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა.

„მე მგონი „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს რეალობის შეგრძნებას ჩვენ თვალწინ, კიდევ ერთხელ. ერთის მხრივ იძახის, რომ კომისიის შექმნა არის ფარსიო და აქვე გვეუბნება, რომ მოდი შევქმნათ კიდევ ერთი კომისიაო. თუ შეიძლება ტაიმაუტი აიღეთ და იქნება მოილაპარაკოთ, ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბდეთ - გინდათ კომისიაში მონაწილეობა, თუ არ გინდათ. ცალი ხელით კომისიას რომ ითხოვთ და მეორე ხელით იძახით, რომ ეს ყველაფერი სიყალბე და ფარსია, როგორც მინიმუმ ეს ყველაფერი არასერიოზულად გამოიყურება.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის ქალბატონი თეა და გირჩევნიათ თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ, ჩამოვიდეს და პასუხები გასცეს საზოგადოებას და მართლმსაჯულებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics