15:02 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 14:04:24, 1119 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი: აუცილებლობის შემთხვევაში, ზაზა სარალიძეც გამოიკითხება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ გამოძიების პროცესში იმის აუცილებლობა დადგება, რომ ზაზა სარალიძე გამოიკითხოს, ის აუცილებლად გამოიკითხება. ამის შესახებ ინფორამციას 1tv ავრცელებს. 

როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, ფარდულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ფარდული ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით დაინგრა და ამაში არც ერთი თანამდებობის პირის ხელი არ ურევია.

„მით უმეტეს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ყველა მტკიცებულება რომელიც გამოძიებას სჭირდებდა, ამოღებული იყო და შემთხვევის ადგილი დათვალიერებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში ატარებს. მოწმეების გამოკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც გამოძიება მუშაობს ისაა, რომ იმ პირთა წრე დავადგინოთ და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ, რომლებმაც პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს. ასევე გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ.

როგორც კი იმ პირებს დავადგენთ, რომლებმაც ფაქტების დამახინჯებას რაიმე ფორმით, ფინანსური რესურსების თუ სხვა მეთოდების გამოყენებით, ხელი შეუწყვეს, დაუყონებლივ დავაყენებთ ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხს. მათ შორის, თუ გამოძიების პროცესში იმის აუცილებლობა დადგება, რომ ზაზა სარალიძე გამოიკითხოს, ის აუცილებლად გამოიკითხება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics