|
2018-06-06 11:11:39, 1336 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 1, 608, 124 მგზავრი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1,220, 595 მგზავრი) 32%-ით აღემატება. მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2018 წლის 5 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,327,544 მგზავრს მოემსახურა, რაც 32 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,005,584 მგზავრი ) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 5 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 20 % შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 142,499 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 171,064 მგზავრი შეადგინა. რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 5 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 109, 516 მგზავრმა ისარგებლა. რაც 51 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (72,512 მგზავრი). რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 5 თვეში 2,150 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 113 რეისი შესრულდა.
(NS)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)