02:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 18:20:39, 1102 ნახვა

კომენტარი
„ცხვირი არ იყო თავისი, უღმერთოდ აწამეს“ - ტატუნაშვილის მამა სამხარაულის ექსპერტებთან შეხვედრას აპირებს

ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს.

როგორც ტატუნაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მას აინტერესებს, რატომ არ არის ასახული დასკვნაში გარკვეული დაზიანებები.

"დასკვნაში წერია, რომ შუბლზე ნატყვიარი არ არისო. ვაპირებ შევხდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებთან, რომ გამარკვიონ რა ეტყობოდა შუბლზე. მიმაჩნია, რომ ეს ნატყვიარია. თანდათან არ ეტყობა ის ადგილი, მაგრამ დაკრძალვის წინა დღეებში დაეტყო. ცხვირზეც აქვს მიყენებული დაზიანებები. სულ სხვანაირი ცხვირი ჰქონდა და ჩვენ კეხიანი ცხვირით გადმოგვცეს. ცხვირი არ იყო თავისი. რუსეთიდან გადმოცემულ დასკვნაშიც ცხვირზე მიყენებულ დაზიანებებზე არაფერი წერია. ეწერა, რომ ცხვირი მთელია. როგორ იყო მთელი, როცა მთელი ცხვირი ჩალურჯებული ჰქონდა. სასტიკად და უღმერთოდ აწამეს. როცა ვერ ათქმევინეს ის რაც სურდათ, გაიმეტეს სასიკვდილოდ. გოტოები, როდესაც ვნახე, ერთი ადგილი არ ჰქონდა მთელი. ქვედა და ზედა კიდურები, გულმკერდის არე, ბეჭები -  მთლიანად დალურჯებულია", - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics