03:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 13:33:31, 1289 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ივანიშვილს აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს.

როგორც სააკაშვილმა „რუსთავი2“-თან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობს,  რათა მათ ჰააგაში საქართველოს საწინააღმდეგო ჩვენებები მისცენ.

„ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ რუსეთმა გაითამაშა, რომ აღარ თანამშრომლობს საერთაშორისო სასამართლოსთან ჰააგაში. გავიდა რომის სტატუტიდან, იძახის არ ვთანამშრომლობთ. ამავე დროს რუსებმა შემოუთვალეს ჰააგის სასამართლოს, თუ რამე გინდათ გაამტყუნეთ ქართველები და მაშინ დავბრუნდებით სასამართლოში. თვითონ ოფიციალურად არ თანამშრომლობს. სამაგიეროდ თავისი აგენტურით საქართველოში და ახლა იქ ჩასულია ჰააგის ჯგუფი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, რომ ქართველი სამხედროები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იყოს დადანაშაულებული ჰააგის სასამართლოს მიერ იმ პირობებში, როდესაც რუსეთზე ხელი არ მიუწვდებათ და რუსეთი ოფიციალურად არც არის ამ პროცესის ნაწილი“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილი რუსეთ საქართველოს ომში, საქართველოს დადანაშაულებას ცდილობს.

„თუ ივანიშვილმა თავისი გაიტანა და ამ პირობებში როდესაც პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მის ხელშია, საქართველო აღმოჩნდება მთლიანად გამტყუნებული და ეს არის მისი გეგმაზომიერი გადაწყვეტილება. ამისთვის არის ეს კაცი საქართველოში. ეს კაცი ალბათ მალე დასრულდება, მაგრამ სანამ ის დასრულდება, მან შეიძლება დაასრულოს საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics