|
2018-06-05 10:52:39, 1187 ნახვა
ეკონომიკა
5 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 27%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 75,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36% შეადგინა. ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა როგორც ევროპისა და აზიის, ისე ტრადიციული ბაზრებზე: იაპონია - 186% (97668), დიდი ბრიტანეთი - 109% (45210), ჩეხეთი - 87% (24408), სამხრეთ კორეა 76% (31380), გერმანია - 51% (252982), ნიდერლანდები - 45% (33399), რუსეთი - 38% (20439494), უკრაინა - 33% (3149059), პოლონეთი - 33% (1300222), ყაზახეთი - 32% (1379698), ლიეტუვა - 22% (172020), ლატვია - 22% (670260), ესტონეთი - 16% (216762), ბელარუსი - 11% (461952) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (20439494), უკრაინა (3149059), ჩინეთი (2331800), ყაზახეთი (1379698) და პოლონეთი (1300222). საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის 5 თვის მონაცემებს. ექსპორტირებული ბრენდი თანხაში შეადგენს 13,8 მლნ აშშ დოლარს (ზრდა 3%). საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 134 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 82%. სულ ექსპორტირებულია 418,3 ათასი დოლარის ღირებულების ჭაჭა (ზრდა 104%). ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული" – 5,7 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი" – 1,7 მლნ, „წინანდალი" – 1,4 მლნ, „ახაშენი" – 638 ათასი, „ხვანჭკარა" – 282 ათასი, „ტვიში" – 140 ათასი, „ყვარელი" – 58 ათასი ბოთლი და ა.შ. სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 123,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)