02:42 - 09 May, 2026
|
2018-06-04 17:47:14, 1250 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც ქურავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს შეისწავლის, "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, კაპანაძე საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება. "პარლამენტში იქნება საგამოძიებო კომისია, უმცირესობის ხელმძღვანელობის ქვეშ. ამ კომისიას ეყოლება ჩვენს მიერ შერჩეული თავმჯდომარე. გვქონდა კონსულტაციები ფრაქციის შიგნით და ამ პასუხისმგებლიან თანამდებობაზე შევარჩიეთ სერგი კაპანაძე. დარწმუნებული ვარ სერგი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ მნიშვნელოვა საქმეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)