14:59 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 16:02:45, 1279 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ადამიანები, რომლებსაც ბავშვის მამასთან ერთად სურდათ პრემიერთან შეხვედრა, საქმეს სუბიექტური მიზნებისათვის იყენებენ

„ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვის მამასთან ერთად სურდათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, არიან ზუსტად ის პოლიტიკოსები, რომლებიც იყენებენ ამ საქმეს საკუთარი პოლიტიკური სუბიექტური მიზნებისათვის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.

"ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ყველას, ხელისუფლების სახელით ვამბობ ამ შემთხვევაში, გვაქვს  ძალიან ნათელი მიზანი. მიზანი არის ის, რომ ამ მძიმე დანაშაულს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი, ყველა დეტალს, რომელიც დაკავშირებულია ამ საქმესთან. ძალიან ცუდია, როდესაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ კონკრეტული პარტიები ამ საქმეს და ამ შემთხვევაშიც, ის ადამიანები, რომლებსაც სურდათ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ბავშვის მამასთან ერთად, ისინი არიან ზუსტად ის პოლიტიკოსები, რომლებიც იყენებენ ამ საქმეს საკუთარი პოლიტიკური სუბიექტური მიზნებისათვის, რაც არის ამორალური საქციელი. იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ჩადიან ასეთ ამორალურ რამეს, პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოზიცია არის სწორი",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics