|
2018-06-04 15:51:05, 1196 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: საგამოძიებო კომისია გამოიყენებს ყველა ბერკეტს და დაადგენს ვინ მიიყვანა პროცესები ამ დონემდე
„უმრავლესება ამ კომისისაში ექნება უმცირესობას, ჩვენ ამაზე შევთანხმდით. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიცვლის აბსოლუტურად აბსურდულ, გაუგებარ და დაუსაბუთებელ პოზიციას, კომისიაში არ მონაწილეობის თაობაზე, მაშინ უმრავლესობა „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნებათ ერთად“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, კომისიის ვალდებულება იქნება ყველა ბერკეტი გამოიყენოს და გაარკვიოს, ვინ მიიყვანა ვითარება ამ დონემდე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. „სწორედ იმისთვის, რომ ეფექტური ყოფილიყო ამ კომისიის მუშაობა, საჭირო იყო მკაფიო უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობების, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოსი“, ეს შეთანხმება მიღწეულია, თავჯდომარეც იქნება საპარლამენტო უმცირესობიდან. ჩვენი ამოცანა იქნება ამ კომისიის ფარგლებში ყველფერი გავაკეთოთ, რომ იყოს ეფექტური წნეხი ხელისუფლებაზე, მათ მიერ ჩიხში შეყვანილი ვითარებიდან გამოსასვლელად. ამ კომისიას ბუნებრივია არ აქვს შესაძლებლობა ვინმეს დაჭერის, მაგრამ ამ კომისიის ვალდებულებაა და პასუხისმგებლიანი ოპოზიციის, რომ ყველა ის ბერკეტი გამოიყენოს, რათა ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოვიდეთ ისე რომ დადგინდეს ვინ და რატომ მიიყვანა ეს ვითარება აქამდე, რა პოლიტიკის შედეგი იყო, სწორედ ეს იქნება ამ კომისიის ამოცანა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. ბოკერიამ ასევე განმარტა, რომ შავგულიძის კანდიდატურაზე უარის თქმით, „ქართული ოცნება“ დიდ ზიანს მიიღებს. „თუ უარს იტყვიან ისეთ კანდიდატურაზე როგორიც არის შალვა შავგულიძე, რომლის რეპუტაციაში არავის ეჭვი არ ეპარება, რომელიც არც არასდროს ყოფილა ჩვენი გუნდის წევრი, კიდევ უფრო დიდ ზიანს მიიღებს ივანიშვილი და მისი გუნდი ამ უარით. მაშინ, როცა ასეთი წნეხი არის საზოგადოების მხრიდან და იძახიან კიდევ ერთი თვე მოვიცდითო, ამ ტრაგედიის ფონზე, ესეც არის ხელწერა ივანიშვილის გუნდის“, - განაცხადა ბოკერიამ. გიგა ბოკერიას ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი ბოლომდე დაუჭერს მხარს ზაზა სარალიძეს, თუმცა ისინი სხვა ოპიზიციის ძალებთან ერთად პრემიერთან შეხვედრას არ აპირებენ. „ჩვენ არ ვყოფილვართ და არ ვართ ორგანიზატორები ამ აქციის, ჩვენ თანავუგრძნობთ ბატონ სარალიძეს, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი და მისი მოწოდების გამო ამ პროტესტში ვმონაწილეობდით, ვიდექით ამ აქციაზე, ჩვენი განსხვავებები იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც რეალურად უფრო ახლოს იყვნენ ორგანზიებასთან, არის ძალიან არსებითი და შესაბამისად პრემიერ მინასტრთან შეხვედრაში ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. სხვა მხრივ, ბატონ სარალიძეს გვერდში ვუდგავართ“, -აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
სალომე უბირია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)