|
2018-06-04 14:24:26, 1107 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართა
„საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით სასტუმრო „ბილტმორში“ ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში. ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია წარმოადგენს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ფარგლებში არსებულ მნიშვნელოვან ბიზნეს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ასევე, ქართულ ბიზნესსექტორში არსებული სიახლეების გაზიარების შესაძლებლობა. კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებს. კონფერენციის სადისკუსიო პანელზე სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს ტურიზმის და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები. ბაზრის წამყვანმა პროფესიონალებმა გააკეთეს პრეზენტაციები მასპინძლობის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და უსაფრთოების შესახებ. აგრეთვე, ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობაზე ტურიზმის სფეროში. ამასთან, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორებმა აუდიტორიას გააცნეს პროექტში მიმდინარე სიახლეები, კერძოდ, ახალი ჟიურის შემადგენლობა და ახალი ნომინაციები. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 400-ზე მეტი სტუმარი ტურიზმის ინდუსტრიის, ბიზნესის, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი. სტუმრებს სიტყვით მიმართა პროექტის თანადამფუძნებელმა/მმართველმა პარტნიორმა მარინა ჩაიკამ, ასევე, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. სპიკერებმა ისაუბრეს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ჩართული კომპანიების მნიშვნელობაზე. Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოები“ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com
(R)
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)