|
2018-06-04 13:59:49, 1270 ნახვა
ეკონომიკა
EuroDIG 2018-ის ფარგლებში საქართველოში ICT კლასტერის შექმნის პროექტის პრეზენტაცია იმართება
თბილისში დღეიდან ფორუმი EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ იმართება. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მასში მონაწილეობას იღებს 500-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, EuroDIG 2018 თბილისში 4-6 ივნისს სასტუმრო „რუმსში“ იმართება, ფორუმი ოფიციალურად 5 ივნისს გაიხსნება, ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. ფორუმის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე პანელი და საპანელო დისკუსია, მათ შორის - საქართველოში ICT კლასტერის შექმნის პროექტის პრეზენტაცია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ICT კლასტერების განვითარების პროექტი ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს და მასში შემავალი სააგენტოების - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების და „აწარმოე საქართველოში“ მიერ GIZ-ს მხარდაჭერით. „კლასტერების განვითარება ტექნოლოგიებისა და IT-ს მიმართულებით მნიშვნელოვანია, ეს იმის საფუძველია, რომ მოხდეს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და ქართული კომპანიები საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები იყვნენ. კლასტერი არის რამდენიმე ჯგუფის, სხვადასხვა კომპანიების ურთიერთთანამშრომლობის არეალი, სადაც მათ საშუალება ექნებათ, რომ ერთდროულად მიაწოდონ ის სერვისები, რომლებიც თავად არ გააჩნიათ. კლასტერების ჩამოყალიბებაში გვეხმარება GIZ, რომელიც ახორციელებს პროგრამას, მას ქვეკონსულტატებად ჰყავს ესტონეთის ICT კლასტერის ჯგუფი, რომელიც მთავარი მონაწილე მხარეა, ასევე გერმანიის და ავსტრიის შესაბამისი უწყებები“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ICT კლასტერების პროგრამა გულისხმობს მათი განვითარების კუთხით პოლიტიკის ჩამოყალიბებას. „უკვე შერჩეულია რამდენიმე დარგი და პარალელურ რეჟიმში მოხდება ამ დარგში მოღვაწე კომპანიების როგორც ტექნიკური მზაობის ამაღლება, ისე თავად მათი და მათი პოტენციალის დაკავშირება“, - აღნიშნა მან. პირველ ეტაპზე მოხდება საქართველოში კლასტერების ჩამოყალიბების მიმართულებით პოლიტიკის გაწერა, მეორე ეტაპზე კი მათი ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს, რომ ყველა IT კომპანიას შეეძლება კლასტერით სარგებლობა, მათ ხელში არსებული ინფორმაციის თუ სერვისების გაცვლა-გაზიარება. ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე ყუბუსიძის განმარტებით, ბიზნესის განვითარების მიმართულებით ICT კლასტერების განვითარება დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრენდია. „ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა პოლიტიკის შემუშავებაზე, პარალელურად კლასტერების გამოყალიბებაზე ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის ნაწილში, უკვე შერჩეულია რამდენიმე კომპანია, რომელსაც ჩვენ GIZ-თან ერთად დავეხმარებით, რომ მათ შეძლონ თავიანთი პროდუქტის გატანა საზღვარგარეთ ელექტრონული კომერციის გზით“, - აღნიშნა ეკა ყუბუსიძემ.
(NS)
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
დააკავეს პირი რომელიც ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, თუ მასთან შერიგებაზე უარს იტყოდა
ძმის ქორწილში მოკლული გურამ ბოიკოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)