02:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 13:39:03, 1054 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე მსჯელობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაციები დაიწყო.

მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატეტბმა საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ.

საგამოძიებო კომისიის საკითხზე დღეს პარლამენტის თავდმჯდომარე "ევროპული საქართველოს" წევრებს ხვდება. დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი უნდა გახდეს კვოტების რაოდენობა და კომისიის თავმჯდომარის ვინაობაც. შეხვედრას ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, "ევროპული საქართველოს წევრები - გიგა ბოკერია, ელენე ხოშტარია, ირმა ნადირაშვილი, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე ესწრებიან. 

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, კომისიის მუშაობა მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

"საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ გამოძიება არ წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო. ეს ეჭვები ან დადასტურდება ან უარყოფილი იქნება. ეს არის ამოცანა აღნიშნული კომისიის. იმდენად ღია, გამჭვირვალე, გახსნილი და მძლავრი იქნება კომისიის საქმიანობა, რომ არანაირი კითხვის ნიშნები ფიზიკურად არ დარჩება ამ კომისიის შემდეგ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის ჩამოყალიბებაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics