|
2018-06-04 12:27:11, 1059 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა I კვარტალში 18,6%-ით გაიზარდა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6%-ით გაიზარდა და 18,0 მილიარდი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2018 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 8,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს: „2018 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 47,5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,4% - საშუალო, ხოლო 31,1% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,5%, საშუალოზე - 24,9%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31,6%. საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის I კვარტალში 12,7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 8,3 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,3%-ით მეტი). 2018 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 637,0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6% ქალია, ხოლო 59,4% - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37,2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 40,6% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 603,6 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,7%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 2017,1 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,3 %-ით მეტი). 2018 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1106,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 82,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 841,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 64,7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1193.2 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1219.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 944.1 ლარი. 2018 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი -46,3% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 10,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 10,8%-იანი წილით, მშენებლობა - 7,5%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,5%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 5,3%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,7% კი სხვა დარგებზე ნაწილდება: 2018 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21,9%) და ვაჭრობა (17,2%). შემდეგ მოდის მშენებლობა (16,7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,6%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 34,6 პროცენტიანი წილი უჭირავს. 2018 წლის I კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,6%, 13,1% და 10,6%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (10,0%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,3%) დარგის საწარმოებზეც. რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 72.4%; ქვემო ქართლი – 7.2%; აჭარის ა.რ. – 6.8%; იმერეთი – 4.5%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2%. რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 64.6%; ქვემო ქართლი – 9.3%; აჭარის ა.რ. – 8.3%; იმერეთი – 6.0%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8%/ რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 65.0%; აჭარის ა.რ. – 9.5%; იმერეთი – 6.9%; ქვემო ქართლი – 5.5%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0%“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
სრულად: ბიზნეს სექტორი, 2018 წლის I კვარტალი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)