|
2018-06-04 11:21:54, 1042 ნახვა
კომენტარი
გიგაური: ახალი მთავარი პროკურორი არ უნდა დანიშნოს მოქმედმა იუსტიციის მინისტრმა, რომელიც შოთაძის მუშაობით კმაყოფილი იყო
„მგონია, რომ ახალი მთავარი პროკურორი არ უნდა დანიშნოს მოქმედმა იუსტიციის მინისტრმა, რომელიც კმაყოფილი იყო შოთაძის მუშაობით და მადლობებს უხდიდა მას მრავალი გამოუძიებელი საქმის ფონზე“, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც გიგაური აცხადებს, აღნიშნულ თანამდებობაზე მიუკერძოებელი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი უნდა დაინიშნოს. „რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემხედვარე იმაზე ვფიქრობ, რა იქნება ახლა. მთავარია არ დავივიწყოთ სარალიძის სატკივარი და სამართალი იპოვოს ამ ადამიანმა. ამ აქციების პოლიტიკური პარტიების ორგანიზებით გაგრძელება სწორი არის თუ არა დრო გვანახებს. ვფიქრობ ჩვენი მხრიდან ჩვენ აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ: 1. გამოძიებამ დაადგინოს მკვლელობაში ჩართული ყველა პირი. ასევე დაადგინოს ვინ ახდენდა გავლენას გამოძიებაზე და ვინ აფარებდა დამნაშავეებს ხელს. 2. დაინიშნოს არაპარტიული, მიუკერძოებელი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი. მოქმედი სამთავრობო გუნდის წიაღიდან გამოსული მთავარი პროკურორი ამინდს ვერ შეცვლის. მგონია, რომ ახალი მთავარი პროკურორი არ უნდა დანიშნოს მოქმედმა იუსტიციის მინისტრმა, რომელიც კმაყოფილი იყო შოთაძის მუშაობით, მადლობებს უხდიდა მას მრავალი გამოუძიებელი საქმის ფონზე და ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა მართლმსაჯულების სიტემაში ეფექტური რეფორმების გატარება. პრემიერმა პროკურორის არჩევის ღია პროცესი დააანონსა. იმედია ეს მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება. პროკურატურას დღეს ნდობის აღდგენა ჭირდება და ამ შანსის დაკარგვა არ შეიძლება. 3. პარლამენტში საგამოძიებო კომისიაში, როგორც ვიცი, ოპოზიციას ექნება დიდი როლი. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა ოპოზიციის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. იმედია ისინი გაართმევენ თავს ამ გამოძიებას. ახლა ისინი იღებენ კონკრეტულ პასუხისმგებლობას და მათაც უნდა მოვთხოვოთ ეფექტური მუშაობა. 4. ბოლოსდაბოლოს თავი მოვაბათ მართლმსაჯულების სისტემის რეალურ რეფორმას. ის რაც ხდება სასამართლოში და პროკურატურაში, სერიოზული მისახედია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მუდმივად იდგება არასტაბილურობის და კრიზისის საფრთხის წინაშე“, - წერს ეკა გიგაური.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)