|
2018-06-04 00:20:09, 2469 ნახვა
სხვადასხვა
დეკანოზი შიო მენაბდე კურთხევას აძლევს მრევლს არცერთ ტელევიზიას არ უყუროს
დეკანოზი შიო მენაბდე კურთხევას აძლევს მრევს არცერთ ტელევიზიას არ უყუროს. "მე კურთხევას გაძლევთ არც ერთ ტელევიზიას არ უყუროთ, გარდა საპატრიარქოსი, სადაც იქადაგება ღვთის და მოყვასის სიყვარული. არც მოუსმინოთ, არც უყუროთ, არც ინტერვიუ არასდროს არ მისცეთ, რადგან ისინი პანდორას ყუთები არიან ყველანი. " - განაცხადა შიო მენაბდემ. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მღვდლის შვილია. პირველ დეკემბერს ჩხუბის 23 მონაწილიდან ერთ-ერთი დავით მენაბდე იყო, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი. დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, კურიერის მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში არ ჩანს. მისი დაჭრის ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. საქმეში არსებობს ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს ხორავას ქუჩის ფარდულში დავით მენაბდე ვერცხლისფერ საგანს ურტყამდა. იყო თუ არა ეს დანა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. სასამართლო დარბაზში ჩხუბის უშუალო მონაწილე და მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ახალგაზრდა ყვება, რომ მასთან ერთად სისხლიან გარჩევაში დეკანოზ შიო მენაბდის შვილი მონაწილეობდა. კურიერის მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ დავით სარალიძეს ვერცხლისფერ საგანს სწორედ ეს პირი ურტყამდა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)