01:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 22:36:37, 1174 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე ხვალ პრემიერთან შეხვედრას გეგმავს

ხვალ 2 საათზე მივდივარ პრემიერთან  -ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

„ხვალ, 2 საათზე მივდივარ პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ყველა პოლიტიკოსთან, საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და ელიტის წარმომადგენლებთან ერთად. დანარჩენ დეტალებს ჩემი მეგობრები გაგაცნობენ. ბოდიშს გიხდით, მეუღლე მართლა ძალიან ცუდად მყავს. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. უნდა დავბრუნდე სახლში და ხვალ თქვენთან ვარ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან, როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული არ არის და იმედი აქვს, შეხვედრა ხვალ შედგება.

ამ დროისთვის აქცია პარლამენტთან სრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics