01:12 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 22:18:45, 975 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

სადაც ჩემი შვილის მხარდამჭერები არიან, ყველგან ვიქნები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ პარლამენტთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ მივიდა.  

მისი განმარტებით, ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნით დარჩება, შემდეგ კი სახლში წავა, რადგან მეუღლე ჰყავს ცუდად.

როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსთაველზე, აქციაზე 18:00 საათისთვის იმიტომ ვერ მივიდა, რომ მისი მეუღლე ცუდად იყო. მან პოლიტიკოსებთან დაპირისპირება გამორიცხა და აღნიშნა, რომ მასთან სახლში მისულ პოლიტიკოსებს თავად უხმო.

მისივე თქმით, ბოდიშს მოუხდის აქციის მონაწილეებს, რომ დღეს ვერ შეუერთდა და უკან, სახლში დაბრუნდება.

დავით სარალიძის მამა ამობობს, რომ ვაკის პარკში, სადაც მისი მხარდამჭერი აქცია გაიმართა სახალხო დამცველზე იძალადეს. ასევე, მისი თქმით, იქ მყოფი ახალგაზრდები საფრთხეში არიან.

„ჩემი მხარდაჭერა თუ გინდათ, აქ მოდით!“ -განცხადა სარალიძემ.

ასევე, ზაზა სარალიძის თქმით, ხვალ, 4 ივნისს, 2 საათზე პრემიერთან, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შესახვედრად მიდის.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics