|
2018-06-03 15:56:23, 1005 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, მომდევნო კვირაში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჩამოყალიბდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ხორავას ქუჩაზე მოზარდა მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირების პრინციპები იყო. როგორც მედიასთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომავალ კვირას, სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდება. „დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს მორიგი სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ ძირითადად ორ საკითხთან დაკავშირებით. პირველი განსახილველი თემა იყო საგამოძიებო კომისია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კომისიის ფორმირების პრინციპებზე. მათ შორის ვისაუბრეთ ჩვენი მხიდან სავარაუდო შემადგენლობაზე, რომელიც იქნება წარმოდგენილი კომისიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდება კომისიის შემადგენლობა მას შემდეგ, რაც გავივლით კონსულტაციებს ოპოზიციასთან. სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის ჩატარება, მოწვევა მომავალ კვირაში და იმ სხდომაზე ჩამოყალიბდება უკვე კომისიის შემადგენლობა. ეს იყო პირველი საკითხი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ხორავას ქუჩაზე მომხდარისთვის ნათელის მოსაფენად. "ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საგამოძიებო კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ საკითხისთვის ნათელის მოსაფენად. შესაბამისად, ეს იყო ინიციატივა, როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმცირესობის და მათი ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა ეს კომისია და ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ნათელი მოვფინოთ ამ საქმეს. ჩვენი მიზანი ეს არის, ჩვენი ამოცანა ეს არის და ამაზე გვექნება კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)