01:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 18:52:35, 1265 ნახვა

კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: მეშინია, იარაღი არ ჩამიდონ და არ დამაკავონ

პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც მან „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მას შემდეგ, რაც სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, მისი დევნა და თვალთვალი დაიწყეს.

მაჩალიკაშვილის თქმით, დღეს თბილისში აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც ტაქსის მძღოლს, ტელეფონზე ახმეტის პოლიციიდან რამდენჯერმე დაურეკეს და მგზავრის ვინაობას ეკითხებოდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ სუს-ი მისთვის იარაღის „ჩადებას“ აპირებს.

„შიშით კი არ მეშინია მაგათი, მარტო რომ ვარ, როგორც ჩაუდეს თემირლანს, მეშინია, რომ რაღაც არ ჩამიდონ ან „ლიმონკა“ იქნება ან იარაღი იქნება, რომ გამაჩერონ ან დამაკავონ. რაღაც იარაღი, ალბათ, უფრო დამაჯერებელი იქნება, მაგათი აზრით... მცდელობები არის ძალიან, ვიცი, ამას ვხედავ და ვხვდები ყველაფერს. როგორც კი აქციები დაიწყეს, მას შემდეგ ხდება ეს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics