|
2018-06-01 17:55:19, 1173 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი: ჩემთვის ჩემი შვილის ტერორიზმში დადანაშაულება უფრო მეტია, ვიდრე მისი სიკვდილი (ვიდეო)
„ჩემთვის ჩემი შვილის ტერორიზმში დადანაშაულება უფრო მეტია, ვიდრე მისი სიკვდილი“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისევე როგორც ზაზა სარალიძე, ისიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. "მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ ეს აქცია დააანონსა მის გვერდით ვარ და არ მოვშორდები, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს. რასაც სარალიძე მოითხოვს იმას მოვითხოვ მეც. ორი ოდე სიტყვით მინდა ჩემზე ვთქვა. მე გუშინაც განვაცხადე და დღესაც განვაცხადებ, მე ორჯერ მომიკლეს შვილი, ეს ქვეყანა ასეთია, ვიღაცები კვდებიან, ვიღაცები მოდიან. მე ჩემი შვილის სიკვდილის არ მეშინოდა არასდროს, იმიტომ რომ ხალხი იხოცება და მუდმივი არავინ არ არის, მაგრამ ჩემი შვილის ასეთი სისასტიკით მოკვლა, თავის საწოლში, მძინარე ბავშვი დახვრიტეს პირდაპირ და ისიც არ იკმარეს და სუს-ში მყოფებმა და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ეს უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე მისი სიკვდილი. ეს არ იყო არც ტერორიზმში დამნაშავე და არც ეჭვმიტანილი. ეს სუს-ს ჭირდებოდა ასეთი თამაშის გათამაშება და გაითამაშეს. ორმაგი თამაში ითამაშეს, ერთი ტყვიით ორი კურდღელი მოკლეს მაგრამ ძალიან ცუდად გაატყავეს და ეს არ შერჩებათ. უნდა დაინგრეს სისტემა და მოიხადონ სასჯელი ამ მკვლელობისათვის. მადლობა ყველას, ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, სანამ ზაზა და მე მის გვერდში მდგომი, სიმართლეს არ ვათქმევინებთ ამ სისტემას", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია #ნუმომკლავ გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)