02:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 13:56:18, 1468 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ს საბჭოს სხდომაზე სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

მუდმივი საბჭოს სხდომაზე ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით დამგმობი განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს საქმეთა რწმუნებულმა მაკა ბოჭორიშვილმა. ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ეუთო-ს მუდმივ საბჭოს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურის დაწყების თაობაზე.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებს აღნიშნულ საკითხზე მყისიერი რეაგირებისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. ამასთან, საქართველომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღონ ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების სრულმა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო სირიის რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება და დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა (ევროკავშირის განცხადებას ასევე მიუერთდნენ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიხტენშტეინი, უკრაინა, სან-მარინო) ორგანიზაციის სახელით მკაცრად დაგმო სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესახებ გადაწყვეტილება. აღინიშნა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიისა და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით განსაზღვრულ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორგანიზაციის ურყევი მხარდაჭერა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ამასთან, აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მიერ ზემოხსენებულ რეგიონებთან არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის, ევროკავშირისა და ეუთო-ს ინსტრუმენტების გამოყენებით. 

აშშ-ს დელეგაციამ დაგმო სირიის რეჟიმის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. აშშ-ის მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ ეს რეგიონები არის საქართველოს ნაწილი და ამ საკითხზე აშშ-ს პოზიცია ურყევია. აშშ-მ განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა ქვეყნებსაც შეახსენა პატივი სცენ გაერო-ს წესდებას. აშშ-მ ასევე მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ომამდელ პოზიციებზე, როგორც ეს გათვალისწინებულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით.

კანადის, ისლანდიისა და ნორვეგიის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში მკაცრად იქნა დაგმობილი სირიის გადაწყვეტილებ და ის შეფასდა როგორც საერთაშორისო სამართალის, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აუცილებლობას.

შვეიცარიის დელეგაციის თქმით, სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეყრდნობა, ასევე მკაცრად იქნა დაგმობილი სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად პასუხობს კრემლის სურვილებს. უკრაინის განცხადებით, სირიის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ გააჩნია იურიდიული ძალა.

აზერბაიჯანის დელეგაციის თქმით, აღნიშნული ადასტურებს კონფლიქტის მოგვარების კუთხით ეუთოს ძალისხმევის გაორმაგების აუცილებლობას და რომ ეუთო-ში არსებული კონფლიქტების უნდა მოგვარდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე. ასევე ხაზი გაესვა აზერბაიჯანი-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ერთობლივად განხორცილებულ მთელ რიგ პროექტებს.

თურქეთის დელეგაციის შეფასებით, სირიის გადაწყვეტილება არის საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics