08:44 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 20:02:44, 1525 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს.

ამასთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთელის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა.

„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვგმობ სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას. სირიის მხრიდან აღნიშნული ქმედება სრულ წინააღმდეგობაშია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საყოველთაოდ მიღებულ რეზოლუციებთან და დეკლარაციებთან", - აღნიშნულია გიგი წერეთლის ოფიციალურ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციაში და ვილნიუსის, სტამბულის და თბილისის დეკლარაციებში, საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი ტერიტორიული მთლიანობა, ცალსახად არის მხარდაჭერილი. საერთაშორისო რეზოლუციებით ასევე მოთხოვნილია რუსეთის ფედერაციას მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება, აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და დევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics