02:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 17:47:28, 2097 ნახვა

პოლიტიკა
ფინეთი სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას გმობს

ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სექციის დირექტორი პაივი პელტაკოსკი twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ფინეთი უერთდება ევროკავშირის განცხადებას და გმობს სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარებას და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას“,- წერს პელტაკოსკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics