02:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 17:39:32, 1657 ნახვა

პოლიტიკა
გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეაზე სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ საკითხზე ისაუბრეს

საქართველოს განცხადება სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გავრცელდა. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხის გეგმიური განხილვა იყო ჩანიშნული, საქართველოს საკითხიც წამოწიეს. უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა დაგმო სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების ფაქტი და ხაზი გაუსვა რუსეთის  ფედერაციისა და ასადის რეჟიმის ერთობლივ უკანონო ქმედებებს. 

„ფაქტიურად, ყირიმი დღეს წარმოადგენს უზარმაზარ სამხედრო ბაზას, რომელიც ხშირად გამოიყენება შორეულ ცხელ წერტილებში, მათ შორის, სირიაში რუსული ინტერვენციებისთვის. მადლიერების ნიშნად, სირიის რეჟიმი თავის დელეგაციებს აგზავნის სირიაში, და როგორც დღეს ვიხილეთ, მან უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარა" - განაცხადა გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა. 

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპაციის საკითხი წამოსწია შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. 

„საზღვრების შეცვლა სამხედრო ძალის გამოყენებით - როგორც ამის მოწმენი გავხდით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომელიც ევროპის ფარგლებს სცდება; როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მართლწესრიგს და გაეროს ქარტიას, ეს არის საფრთხე ყველასთვის. უსაფრთხოება არ არის თამაში ნულოვანი შედეგით და წესებზე დამყარებული წესრიგი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ წესებს ყველა ასრულებს" - განაცხადა შვედეთის ელჩმა გაერო-ში. 

რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად რეგიონში შექმნილ არასტაბილურ გარემოზე ისაუბრა ბრიტანეთის წარმომადგენელმაც, რომელიც დაეთანხმა შვედეთის პოზიციას და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა მარტო უკრაინისა და საქართველოს საკითხს სცილდება და საერთაშორისო მართლწესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული. 

სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. გადაწყვეტილება დაგმეს აშშ-მა, ევროკავშირმა, ნატო-მ, საკითხი განხილული იქნა ევროპის საბჭოში, სადაც საქართველოს განცხადებას მიუერთდნენ და სირიის ქმედებები ასევე დაგმეს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ, სირიის ნაბიჯი განცხადებებით დაგმეს პარტნიორმა სახელმწიფოებმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics