08:44 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 15:32:58, 1614 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე IRI-ის კვლევაზე: ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ მზის ჩასვენება დაიწყო - ხალხი გამოფხიზლდა

"ხალხი გამოფხიზლდა, სამ ოპოზიციურ პარტიას, ჩვენის ჩათვლით, უფრო მეტი რეიტინგი  აქვს, ვიდრე "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ IRI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა. 

დეპუტატის შეფასებით, "შეუძლებელია, რომ იმ უსამართლობას და ძალადობას, რომელიც  ქვეყანაშია, ხელისუფლებისთვის შედეგი არ მოეტანა". საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დასძინა, რომ " ქართული ოცნების" მზის ჩასვენება დაიწყო.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია. ხელისუფლება ხალხის თვალში მარცხდება და " ქართული ოცნება" ამ რეიტინგსაც ვერ შეინარჩუნებს. შეუძლებელია, რომ მომავლისთვის "ქართული ოცნების" რეიტინგი ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ გრძელდება ხელისუფლების უზურპაცია და ძალადობა. სასიამოვნოა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი გაიზარდა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც რეიტინგით მეორე ადგილზეა და სერიოზულ განაცხადებას აკეთებს ხელისუფლების შესაცვლელად. ხელისუფლება, რომ მარცხდება ხალხის თვალში ადასტურებს ამ გამოკითხვის სხვა შედეგები. არავინ ენდობა მთავრობას, პრემიერმინისტრის აპარატს და არ ენდობა არავინ ამ შენობაში მოკალათებულ დეპუტატებს და რაც ყველაზე სავალალოა, არავინ ენდობა სასამართოს, როგორც წინა გამოკითხვით, ახლაც სასამართლო ბოლო ადგილზეა, ის ხელისუფლების მიერაა მართული", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, IRI-ს კვლევის თანახმად, „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 27% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17% კი, ენმ-ს“. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics