02:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 14:16:06, 1393 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში

„საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციები აკავშირებს, რამაც ასახვა ჰპოვა დღევანდელ დღეს არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთგვარად სიმბოლურია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც ჩვენ ერთსა და იმავე პერიოდში ვზეიმობთ ჩვენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს და ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენა სწორედ ჩვენს ქალაქში, თბილისში მოხდა. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვულოცავ ორ მეგობრულ ერს გამორჩეულ თარიღს - დამოუკიდებლობის გამოცხადების 100-წლის იუბილეს. ასი წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინა განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციები აკავშირებს, რამაც ასახვა ჰპოვა დღევანდელ დღეს არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„სწორედ ამიტომ, საქართველოში დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მეგობარ სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სომეხმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი.  მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენ ძვირფასს სტუმარს პრემიერ-მინისტრად არჩევა და ვუსურვო მას წარმატებები და მიღწევები ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემს მზადყოფნას მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე“,  - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა:

„დღევანდელ შეხვედრაზე მე და ჩემმა კოლეგამ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის განვითარების ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და ა.შ. მიუხედავად უკვე არსებული ინტენსიური თანამშრომლობისა, რა თქმა უნდა, არის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით. ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ყურადღება დავუთმეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ხაზი გავუსვით რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას. გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.

„უახლოეს პერიოდში შედგება სამუშაო ჯგუფებს შეხვედრა და მომზადდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. ასევე, გამოვყავით ძირითადი მიმართულებები, რაზეც ამ კომისიის ფარგლებში უნდა გავამახვილოთ ყურადღება და შევთანხმდით პრინციპებზე, რომლებზეც იქნება აგებული მომავალი მუშაობის დღის წესრიგი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics