02:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 14:12:08, 1663 ნახვა

პოლიტიკა
„ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 27% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17% კი, ენმ-ს“ - IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 27% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა. 

კვლევაში მეორე ადგილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იკავებს, რომელსაც ხმას მოსახლეობის 17% მისცემდა, მესამე ადგილზე "ევროპული საქართველოა" - 7%-ით. "ლეიბორისტულ პარტია" - 5%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, "დემოკრატიული მოძრაობა" - 3%, "ახალი საქართველო" - 2%, "თავისუფალი დემოკრატები" - 1%, "გირჩი" - 1%. 

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ ხმას არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდა, ხოლო 14%-მა კითხვა უპასუხოდ დატოვა. 

კითხვაზე - რომელ პოლიტიკურ პარტიას არასდროს მისცემდეთ ხმას, მოსახლეობის 27%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემდა 24%, "დემოკრატიულ მოძრაობას" კი 10%. 

დანარჩენი პარტიების პროცენტულობა შემდეგნაირად გადანაწილდა: "გირჩი" - 9%, "პატრიოტთა ალიანსი" - 9%, "ლეიბორისტული პარტია" - 8%, "ევროპული საქართველო" 8%, "ახალი საქართველო" 6%, "რესპუბლიკური პარტია" - 5%, "თავისუფალი დემოკრატები" - 3%. 

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics