07:34 - 29 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 13:39:14, 1677 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოს ეკონომიკისადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ყოველწლიურად იზრდება

მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე ხდება უფრო სტაბილური და გამძლე შოკების მიმართ. მანვე დასძინა, რომ ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკისადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ყოველწლიურად იზრდება.

აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგის თემას 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებლები წარმოადგენდა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
იაკობ იაკობაშვილი რომელიც ეპისკოპოსია ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ემუქრება
არქიმანდრიტი დოროთე- ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics