10:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 11:16:16, 1118 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ახალი წესები საბანკო ჰოლდინგებსა და ეკონომიკური რეალური სექტორის კომპანიებს უფრო მკვეთრად გამიჯნავს

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა აკეთონ თავიანთი მიმართულება, ხოლო არაპროფილური საქმიანობა უკვე გააგრძელონ იმ კომპანიებმა, რომლებსაც ამის საკანონმდებლო შესაძლებლობაც აქვს და განვითარების პერსპექტივაც“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც 29 მაისს ლონდონში, საფონდო ბირჟაზე კომპანია „ქართული კაპიტალის" პრემიურ ლისტინგში აქციების განთავსების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს მოხდა საბანკო ჯგუფის პირველი სტრუქტურული დაყოფა. შედეგად, მივიღეთ ორი კომპანია, რომელიც არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში და გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ერთი კარგი ჯანმრთელი კომპანია ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული კაპიტალი" იქნება წარმატებული კომპანია. რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორში მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწევს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით ღირებულებას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„ასევე მინდა მოგახსენოთ იმ ახალ მიმართულებებზე, რომლებზეც დღეს ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ცვლილებები შედის 2017 წლის დეკემბერში მიღებული კანონმდებლო პაკეტში. კერძოდ,  საბანკო ჰოლდინგებთან მიმართებაში შემოვა დამატებითი წესები, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნავს საბანკო ჰოლდინგებს და ეკონომიკის რეალური სექტორის კომპანიებს იმისათვის, რომ რეალურ სექტორს მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics