01:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 19:52:13, 1374 ნახვა

პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა, ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შეფასებისას განაცხადა.

ჰერმანის თქმით, სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

„სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არამედ ევროკავშირის მტკიცე და გრძელვადიან პოლიტიკას არაღიარების შესახებ. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრინციპი“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics