01:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 19:45:42, 1385 ნახვა

პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდი: სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების მხრიდან რეაგირება მოჰყვება

„ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა, სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას აშშ-ის მხრიდან რეაგირება მოყვება.

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენული განუყოფელი ნაწილია, შეერთებული შტატები ამ ორი რეგიონის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნობას საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევევად აფასებს. შეერთებული შტატები მოუწოდებს სირიას, რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას  და  ნაურუს, გააუქმოს ამ ტერიტორიების ე.წ. რესპუბლიკებად აღიარება. მინდა ავღნიშნო, რომ შეერთებული შტატების მხრიდან აუცილებლად მოყვება შედეგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აცხადებს ელიზაბეთ რუდი

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics