08:38 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 19:26:09, 1574 ნახვა

პოლიტიკა
ლინკევიჩიუსი: ლიეტუვა მკაცრად გმობს ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცინიკურ ხელყოფას

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინა ლინკევიჩიუსი სირიის რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთის ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა.

როგორც ლინკევიჩიუსი twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ლიეტუვა მკაცრად გმობს ბაშარ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას და საქართველოს სოლიდარობას უცხადებს.

„ლიეტუვა მკაცრად გმობს კრემლის მიერ კონტროლირებადი ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ცინიკურ ხელყოფას. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს. მათ, ვინც საერთაშორისო სამართლის ამ მორიგი უხეში დარღვევის უკან დგას, პასუხი უნდა აგონ“, - წერს ლინკევიჩუსი.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics