08:38 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 16:54:25, 1362 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: რეჟიმმა აღიარა რეჟიმი და ორივე გახარებულია

„ბაშარ ალ ასადის ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ აქვს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოებას ასადის რეჟიმთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს და ეს გადაწყვეტილება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს

„ბაშარ ალ ასადის ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ აქვს და ვერც ექნება, რადგან ასადს სირიელი კაცების, ქალების და ბავშვების ხმა დიდი ხანია აღარ ესმის.

ასევე, აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმს არ ესმის აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების, რომელსაც აღიარების ილუზია და იარაღის ჟღარუნი კი არა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პროგრამები, ახალი ინფრასტრუქტურა და განვითარებულ სამყაროსთან მუდმივი კავშირი სჭირდება.

საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.

ჩვენს გულებში, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გულებში ერთი სიმართლეა და ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics