23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 12:11:00, 1176 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში დაზარალებულებს შეხვედრას სთავაზობს

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში დაზარალებულებს სამუშაო შეხვედრას სთავაზობს.

ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ განაცხადა.

„გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გამოძიების მთელი პროცესის განმავლობაში ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულ მხარესთან და მათ ჰქონდათ სრული წვდომა საქმის მასალებთან. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას და თანამშრომლობას დაზარალებულებთან. არაერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა ჩაგვეტარებინა ყველა ის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, რომელსაც დაზარალებულები მიიჩნევდნენ მნიშვნელოვნად და ეს შეთავაზება დღესაც ძალაშია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დაზარალებულ მხარესთან ურთიერთობა და როდესაც ვისმენთ კითხვებს გამოძიების მიმართ, ვფიქრობთ თანამშრომლობის ხარისხი კიდევ უნდა გაძლიერდეს და ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. აღნიშნულში ვგულისხმობთ სამუშაო შეხვედრების გამართვას მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებულების და მათი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც მოხდება მათ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათი წინადადებების განხილვა, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალური ანალიზი და კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯების დაგეგმვა საჭიროებიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი და ჩვენს მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. იმედს ვიტოვებთ უახლოეს პერიოდში შედგება აღნიშნული სამუშაო შეხვედრა“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics