23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 12:14:50, 1272 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე ვითარებაში გარკვევის და შვილის პოლიციაში წარდგენის მიზნით იმყოფებოდა

პროკურატურა - მირზა სუბელიანმა, მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში თავად წარადგინა

მირზა სუბელიანი, 2017 წლის პირველ დეკემბერს პეკინის ქუჩაზე ნამდვილად იმყოფებოდა, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, გამოძიებით დადგინდა, რომ სუბელიანის აღნიშნულ მისამართზე მისვლის მიზანს ვითარებაში გარკვევა, მისი შვილის პოლიციაში წარდგენა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.

„მან შემთხვევიდან 3 საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. ამასთან საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ“, - განაცხადა პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics