23:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 19:08:10, 1875 ნახვა

სამართალი
პროკურორი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმესთან მირზა სუბელიანის კავშირს უარყოფს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი მარიამ გოგოხია ბრალდებულის დღევანდელ ჩვენებაში მირზა სუბელიანის ბრალეულობას ვერ ხედავს.

როგორც გოგოხიამ აღნიშნა, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა სასამართლოს არარეალური ფაქტების შემცველი ჩვენება მისცა. 

"მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებსა და სხვა მტკიცებულებებს. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებზეც საუბრობთ, მის მიერ ამ გვარების დასახელება მოხდა, თუმცა, არა როგორც დანაშაულში უშუალო მონაწილე პირებისა. ბრალდებულმა მისი დაკითხვისას დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე თან ჰქონდა გასაშლელი დანა, რომლის გამოყენებითაც ერთ-ერთ დაზარალებულს მან მიაყენა დაზიანება. რაც შეეხება უშუალოდ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ საკითხებს, ბრალდებულმა იმდაგვარი სახის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ შემთხვევის შემდეგ, როდესაც სახლში შეხვდა მირზა სუბელიანს, მათ შორის არავითარ საუბარს ადგილი არ ჰქონია ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, მან განაცხადა, რომ სახლში ვინც იმყოფებოდა, არც მათთან რაიმე საუბარს არ შესწრებია“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე იკვეთება თუ არა მირზა სუბელიანის ბრალეულობა მირზა კანალდიას გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე: „ბიძაჩემი მაგარი პროკურორია და ამ საქმეს მოაგვარებს", პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულს არ დაუკონკრეტებია, რომელ ბიძაზე იყო საუბარი. 

"ამ შემთხვევაში არ დაუდასტურებია, რომელ ბიძაზე იყო საუბარი და არც ის დაუდასტურებია, იყო თუ არა ცნობილი ამ ბიძისთვის მკვლელობის შესახებ რამე. შესაბამისად ამ გარემოებასთან დაკავშირებით მას ზუსტი ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია. ბრალდებულმა დაუშვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს მირზა სუბელიანი იყო. ბრალდებულს დაკითხვისას არც ერთხელ არ უხსენებია, რომ მირზა სუბელიანისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო. არაფერი მსგავსი მას არ გაუჟღერებია“, - განაცხადა გოგოხიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics