08:38 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 18:28:10, 2668 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას მხარი დაუჭირეს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას მხარი დაუჭირეს.

დოკუმენტში, რომელიც დეპუტატებმა ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიიღეს, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ  ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასევე გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„მოვუწოდებთ ნატოს წევრებს, ხაზგასმით აღნიშნონ ასპირანტი ქვეყნების წევრობის პერსპექტივა. ამასთან, შეინარჩუნონ გაწევრიანების კრიტერიუმები. გააგრძელონ საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ამ ქვეყნის ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში. განავითარონ და წინ წასწიონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური ასპექტი. ასევე კიდევ ერთხელ დაგმონ რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალური ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსაველთ უკრაინაში. ასევე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. მოკავშირეებმა უნდა დაადასტურონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა“, – ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დეკლარაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics