2018-05-28 16:48:38, 2653 ნახვა
მსოფლიო
მადრიდში კორიდას აკრძალვის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა
მადრიდში ათობით ათასმა ადამიანმა კორიდას აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართა.
დემონსტრანტებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, ხარების მონაწილეობით ყველა ტრადიციული ღონისძიება აკრძალონ.
მათ ასევე ცხოველთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვეს.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ხარების ბრძოლა ძალადობაა“ იყო. ორგანიზაციის მონაცემებით, ესპანეთის დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციაში 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციას 170-მდე ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა.
კორიდა ესპანეთის კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული. მომიტინგეებმა კი ხარების ბრძოლას ესპანეთის ეროვნული სირცხვილი უწოდეს.
ავტორი: ,