01:45 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 12:48:31, 1515 ნახვა

პოლიტიკა
რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ორმაგი მოქალაქეობის მიღება - კანონპროექტს უახლოეს მომავალში განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით "მოქალაქეობის შესახებ" კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. 

მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხები განისაზღვრება. კერძოდ საუბარია ორმაგ მოქალაქეობაზე.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობას ინარჩუნებს, თუ იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობას მიიღებს. 

იმისათვის, რომ მოქალაქემ სახელმწიფოსგან მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე თანხმობა მიიღოს უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს: საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, რომლის მოქალაქეობის მიღებას ის აპირებს, საქართველოს მოქალაქე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით უნდა ცხოვრობდეს ან მუშაობდეს ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებაც სურს. 

ამასთან, ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა, უფლება აქვს კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს. 

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის ქვეყანაში ცხოვრების ცენზი შესაძლოა შეიცვალოს. კერძოდ, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5-წლიანი ცხოვრების ცენზი შესაძლოა 10  წლამდე გაიარდოს; ხოლო გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 2-წლიანი ცხოვრების ცენზი შესაძლოა 5 წელი გახდეს. 

კანონპროექტი უახლოეს ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics