22:18 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 15:48:50, 404 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ნაკურთხი წყალი ყველა ოჯახში უნდა იყოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ნაკურთხი, წმინდა  წყლის- აიაზმას მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმინდა წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის ყველა ადამიანის ოჯახში უნდა იყოს.
ამასთან, უწმინდესმა მრევლს წმინდა წყლის გამოყენების წესებიც შეახსენა.

ილია მეორემ ქადაგებისას ყურადღება სახლ-კარისა და ოჯახების კურთხევაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხილული და უხილავი მტრებისგან თავდასაცავად, სახლ-კარი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეკურთხოს.

„დღეს,  ყოველი ჩვენთაგანი  ნაკურთხი წყლით, აიაზმით განიწმინდება. აიაზმა,  ეს არის ბერძნული სიტყვა, რაც ნიშნავს სიწმინდეს. ეს სიწმინდე ყოველი ადამიანის სახლში უნდა იყოს. დიდი აიაზმა ნათლისღების წინა და დღევანდელ დღეს ეკურთხება.  ეს წელიწადში ორჯერ ხდება. ეს წმინდა წყალი გამოულეველი უნდა გქონდეთ თქვენ, მთელ საქართველოსა და ყოველდღე ცოტ–ცოტა უნდა დალიოთ. დაასხურეთ  თქვენს სახლ– კარს, ეზოს, შვილებს, ამას აქვს  უდიდესი ძალა, მადლი.  ამიტომ  ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი გქონდეთ წმინდა წყალი და თუ გამოგელევათ, დაუმატეთ სუფთა წყალი და იგივე წყალი იქნება განწმენდილი. დღეს განიწმინდება ყოველი ადამიანი, ჩვენი გული, გონება.  ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გარშემო მრავალი ადამიანია, გაწმენდილი და ბოროტი გონებით. მრავალი ადამიანი შემოდის თვენს სახლებში და მათ ბოროტი სული მოჰყვებათ. ამიტომ, ყოველ წელს ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი და კარმიდამო, შვილები, ოჯახი და ეს ხილული და უხილავი მტრებისაგან დაგიცავთ. ეს არის უდიდესი სასწაული, ამას ვერ ახსნის ვერავითარი კაცის გონება. მადლი სულისა წმინდისა გადმოდის ამ წყალზე და განიწინდება მთელი  მსოფლიო“, – ბრძანა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics