01:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-27 23:34:09, 1506 ნახვა

სამართალი
აქციაზე ხალხმრავლობის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პროკურატურას კი ახალი მოთხოვნები წაუყენეს

აქციის „ნუ მომკლავ“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობა გაიზარდა, აქციის ორგანიზატორებმა საპატრულო პოლიციას სთხოვეს, მათთვის სივრცე დაეთმოთ, შემდეგ კი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა გზის ორივე მხარეს გაჩერებულია. 

აქციის „ნუ მომკლავ" მონაწილეებმა'' პროკურატურას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა მამის მთავარი მოთხოვნაა ყველა დამნაშავის დასჯა, „ვინც მის შვილზე ხელი ასწია". ამასთან აქციის მონაწილეები მოითხოვენ პასუხი აგოს მირზა სუბელიანმა (მკვლელობის დროს იგი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო). „პროკურატურას არ უნდათ მირზა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების პასუხისგებაში მიცემა, რაც სრულიად საფუძველს მისცემს ამ საქმეს, რომ ჭეშმარიტების ფარდა აეხადოს", - ამბობს სარალიძე. 

აქციის მოთხოვნებს შორისაა დაისაჯოს ყველა, ვინც მტკიცებულებები გაანადგურა, „პასუხი აგონ საქმის გამყალბებელმა პროკურორებმა". 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics