00:50 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-27 13:03:17, 1578 ნახვა

პოლიტიკა
საზეიმო მიღება პირველი დემოკრატიული რესუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით

დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არარაერთი თაობა ოცნებობდა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო მიღების მონაწილეებს, რომელიც პირველი დემოკრატიული რესუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. 

მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებს, პირველ ქართულ დიასპორას. 

"წარმომიდგენია, რამდენად ემოციურია მათთვის დღეს აქ, ჩვენთან ერთად ყოფნა. 100 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეს ჩაეყარა საფუძველი - საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა, ევროპული დემოკრატიული პრინციპების თანახმად მოწყობილი სახელმწიფო, მიიღო პირველი კონსტიტუცია და საამაყოა, რომ დღეს ჩვენ ვართ სწორედ იმ რესპუბლიკის საქმის გამგრძელებლები. პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა ამ საქმეს ისეთი მყარი საფუძველი ჩაუყარეს, რომ დროთა და ჟამთა სიავემ ვერ მოსწყვიტა საქართველო იმ ტრაექტორიას, რომელსაც საფუძველი 1918 წლის 26 მაისს დაედო. მინდა, მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მდგარი ქვეყანა და ღმერთმა ქნას, ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვეყვანოს იმ სანუკვარ ნავსადგურში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს და მანამდეც, ქართველთა არაერთი თაობა ოცნებობდა. კიდევ რეთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, გაერეთიანებულ საქართველოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის  იუბლესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ერთობლივ მიღებაზე საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური წრეების, რელიგიური კონფესიების, მედიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics