15:22 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 18:44:37, 1570 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებულ გამოფენას დაესწრო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ გამოფენას დაესწრო,  რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100-წლისთავს ეძღვნება.

იუსტიციის მინისტრთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი.

გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ფრანგი დიპლომატების თავლით დანახულ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას - დაეთვალიერებინათ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტაციის ასლები. მათ შორის - ქართული დიასპორის ფრანგულენოვანი მიმოწერა, დეპეშები, ნოტები, საგაზეთო სტატიები, თარგმანები, რუკები.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics