23:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 18:29:53, 1264 ნახვა

საზოგადოება
თხმ: არაფერი გვაქვს საზეიმო - მოქალაქეები დამოუკიდებლები არ ვართ

მოქალაქეები 1918 წელს ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად არ არიან დამოუკიდებლები- ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, 12 მაისის ღამემ საბოლოოდ დაგვანახა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან დამოუკიდებელნი სისტემის ტერორისგან, ძალაუფლების სამარცხვინო სცენარებისგან, დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკისგან.

„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თუმცა ჩვენ, ზუსტად 2 კვირის წინ უმიზეზოდ დარბეულ და ღირსებაშელახულ ადამიანებს, არაფერი გვაქვს საზეიმო. 12 მაისის ღამემ საბოლოოდ დაგვანახა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ დამოუკიდებელნი სისტემის ტერორისგან, ძალაუფლების სამარცხვინო სცენარებისგან, დაშინებისა და შანტაჟის პოლიტიკისგან. ცალსახაა, რომ 12-13 მაისის მოვლენები გასცდა დარტყმის ობიექტად ქცეულ კლუბებსაც და პოლიციის ინსტრუმენტად ქცეულ ნარკოპოლიტიკასაც. დიახ, ჩვენ ბევრად ღრმა შინაარსის პრობლემების წინაშე დავდექით, ხოლო ტკივილი, რომელიც სისტემამ მოგვაყენა, კომპენსაციას არ ექვემდებარება და პასუხს მოითხოვს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოძრაობის  თქმით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა განახლდა, თუმცა  შეთანხმების დეტალები უცნობია.

„ამ დრომდე არ შემდგარა შეხვედრა შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებთან, რომლის სავარაუდო თარიღად მიმდინარე კვირის ბოლოა დასახელებული. მართალია, შეხვედრა პრინციპული მნიშვნელობისაა, თუმცა ვადის ამოწურვისთანავე ჩვენ ვწყვეტთ მოლაპარაკების მაგიდის ფორმატში მონაწილეობას“, - აღნიშნავენ მოძრაობაში.

მოძრაობის მოთხოვნაა, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილების საკითხი საგაზაფხულო სესიას არ გასცდეს.

„ეს ცვლილებები პირველ რიგში იმისთვის გვჭირდება, რომ აღარ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე.

პოლიციური კონტროლი, ტერორი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, გაყოფილი და მანიპულირებადი საზოგადოება, დესტაბილიზაციის სცენარები, სამოქალაქო პროტესტს ჩასაფრებული ვიწრო პარტიული ინტერესები - ზედაპირზე ამოტანილი ეს საკითხები,  ცხადია, გრძელვადიან და მეთოდურ მუშაობას საჭიროებს, სამოქალაქო აქტივისტურ ჯგუფებს კი ახალი სტრატეგიების მოძებნისკენ გვიბიძგებს. არავის გვაქვს ილუზია, რომ სისტემის ტრანსფორმაცია ერთი ან ორი აქციით მოხდება, ეს მუდმივი ბრძოლაა, რომელიც გააზრებულ და რაციონალურ მოქმედებებს მოითხოვს.

ვიდრე რეპრესიული აპარატი არ წყვეტს მოქალაქეთა ცხოვრების ხელყოფას და პოლიტიკური სისტემა ვერ პასუხობს კითხვებს: რა ნივთიერებამ მოკლა ადამიანები, ვინ იდგა ამის უკან, რატომ იქცნენ კლუბები დარტყმის სამიზნედ, რატომ შევარდა შეიარაღებული სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად, რატომ დააკავეს ადამიანები და არ მისცეს პროტესტის გამოხატვის საშუალება, ვინ არის პასუხისმგებელი? - ვერაფერი გაანელებს ჩვენს ბრაზსა და უნდობლობას“,- ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics